
რუსეთის სახელმწიფო დუმის სხდომაზე ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ტრიბუნიდან მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, საგარეო ურთიერთობის ასპექტებში უარი თქვას ისეთ ტერმინზე, როგორიცაა "ხალხთა მეგობრობა".
როცა ევროპის ქალქებზე იერიშის მიტანის ნაცვლად მათ დაბომბვაზე საუბრობდა, ჟირინოვსკის საქართველოს დედაქალაქის დასახელება წამოსცდა, მაგრამ სწრაფად გადააკეთა: "რა საჭიროა თბილ... ბერლინზე იერიში? დაიბომბოს მთელი გერმანია... გადავწვათ პარიზი...", - გაჰყვიროდა ტრიბუნიდან ვლადიმირ ჟირინოვსკი.