
ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს ბელარუსსა და რუსეთში წარმოებული პროდუქტებით - ყველით, რძის პროდუქტებითა და შემწვარი კვერცხით გაუმასპინძლდნენ.
ალექსანდრე ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნორმანდიულ ოთხეულს“ ყავა პირადად მიუტანა.
„პირობა დავდე, ოღონდ მათ შეთანხმებისთვის მიეღწიათ და ყავას საკუთარი ხელით მივუტანდი.
16-საათიანი მოლაპარაკებების დროს მათ რამდენიმე სათლი ყავა დალიეს. დიახ, ლიდერებს ყავა მე თვითონ მივუტანე"- განუცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებს.