რუსმა სამართალდამცავებმა მოსკოვის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის შვიდოთახიან ბინაში ბორდელი აღმოაჩინეს, რომელშიც მეოჯახე ქალბატონები მეძავებად მუშაობდნენ.
დაწესებულების ძირითადი თავისებურება ის იყო, რომ იქ მომუშავე ქალი აუცილებლად გათხოვილი უნდა ყოფილიყო.
სპეცოპერაციის მომენტისთვის ბინაში სამი სექსმუშაკი იმყოფებოდა.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პრიტონში 10 ქალი მუშაობს და მათი ანაზღაურება საკმაოდ მაღალია.
გარდა ამისა, ისინი ყოველი კვირის ბოლოს სამედიცინო შემოწმებას გადიან და მათ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით ზრუნავს ე.წ. „მამაშა“.
სამართალდამცავების ცნობით, ბორდელში სექსუალურ მომსახურებას კლენტებს რამდენიმე ბიზნესმენის ცოლიც უწევდა.
გამოძიება ბორდელის მეპატრონის ვინაობის დადგენასა და მის დაკავებაზე მუშაობს. რუსული კანონმდებლობით, მას 5-წლიანი ციხე ემუქრება.