-
2015-01-29 08:34
კენჭისყრის შემდეგ 160 ხმით 42-ის წინააღმდეგ ევროსაბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვა და აპრილამდე ხმის უფლება შეუჩერა.
რუსულ მხარეს ასევე დაეკისრა ვალდებულება, უახლოეს 24 საათში გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი, უკრაინელი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო.
საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას არაადეკვატურად აფასებს რუსეთის დელეგაცია, რომელიც ევროსაბჭოს საპასუხოდ აპირებს, 2015 წლის ბოლომდე ორგანიზაციის სხდომებში მონაწილეობა არ მიიღოს.
უკრაინის დელეგაციის შეფასებით კი, საპარალენტო ასამბლეის გადაწყვეტილება რუსეთისთვის ყვითელი ბარათია და ის წითელსაც მიიღებს, თუ მეზობელ ქვეყნებთან პოლიტიკას არ შეცვლის.
სანქციების ძალაში დატოვებას მიესალმებიან ქართული დელეეგაციის წევრებიც.
იმ მიზეზთა ჩამონათვალში კი, რის გამოც რუსეთს სანქციები დაეკისრა, უკრაინასთან ერთად საქართველოც მოხვდა.
http://rustavi2.com/