
ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ბერძენი მომღერლის დემის რუსოს გარდაცვალების შესახებ, მომღერლის ქალიშვილმა ემილიმ დაადასტურა.
მისი თქმით, დემის რუსო 25 იანვარს ღამით ათენში, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სიცოცხლის ბოლო წლებში მომღერალი ხან საბერძნეთში, ხან საფრანგეთში ცხოვრობდა.
პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ ნეეიში იგი საკუთარ სახლს ფლობდა.
დემის რუსომ პოპულარობა 1980-იან წლებში მოიპოვა.
იმ წლებში ჰიტად იქცა მისი სიმღერა From Souvenirs to Souvenirs.
მომღერლის მიერ შესრულებულ სხვა ჰიტებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია Goodbye my Love, Goodbye, Forever and Ever, My Only Fascination.
დემის რუსოს, იგივე არტემიოს ვენტურის რუსოს გარდაცვალების მიზეზები უცნობია.