მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გლოვის დღე არ გამოაცხადა, სომხებმა სახალხო გლოვის დღე თავად მოაწყვეს

Image

სომხეთის ხელისუფლებამ გიუმრიში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ოფიციალურად გლოვის დღე არ გამოაცხადა. სომხეთის მოქალაქეებმა დღევანდელი დღე თავად დაანონსეს, როგორც გლოვის დღე და შეხვედრის ადგილად თავისუფლების მოედანი დათქვეს, სადაც რუსი სამხედროს მიერ მხეცურად მოკლული ავეტისიანების ოჯახის წევრების ხსოვნის ნიშნად სანთლებს ანთებდნენ.

 

სანთლები იყო არამარტო მოედანზე, ირგვლივ მდებარე კორპუსების ფანჯრებშიც, ხოლო ავტომანქანებზე - სამგლოვიარო შავი ლენტები. თავისუფლების მოედანზე უამრავი ადამიანი მოვიდა. მათ სათამაშოები, სამახსოვრო ნივთები, ყვავილები მიჰქონდათ.  

 

ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოების ავტორი ედგარ ბარსეღიანია, რომელიც ფოტოებს მედიისთვის იღებდა, თუმცა, ნანახის მიმართ, ცხადია, გულგრილი ვერ დარჩა და თავისი შთაბეჭდილებაც გადმოსცა, რასაც „აფხაზეთის ხმა“ ქართულ თარგმანში გთავაზობთ:  

 

„დღის განმავლობაში, ჩვენი მონაცემებით თავისუფლების მოედანზე 10.000-დან 12.000-დე სანთელი მხოლოდ ორგანიზატორებმა მიიტანეს. აქ არაა მიმატებული სანთლების ის რაოდენობა, რაც მოსულ ხალხს თვითონ მოჰქონდა.  

 

დღის ბოლოს მოხალისე ბიჭები, რომლებმაც მთელი დღე გაატარეს მოედანზე, დამატებითი სანთლებისთვის გარბოდნენ კინოთეატრთან, რომელიც არც ისე ახლოსაა. იმიტომ გარბოდნენ, რომ ცენტრში უკვე აღარ იყო სანთლები.  

 

არც ერთ ტაქსისტს სიმბოლური თანხაც კი არ გამოურთმევია მგზავრისთვის, როცა გაიგებდა, სად და რისთვის მიდიოდა ის, პირიქით - სანთლებისთვის თავიანთ ფულს ამატებდნენ.  ასეთ წუთებში არ შემიძლია არ ვთქვა - სომეხო ხალხო, შენ ხარ თავად ცხოვრება.

 

არ შემიძლია არ ვთქვა, რომ სწორედ ამ მიზეზით ჩვენ კიდევ უფრო მტკივნეულად განვიცდიდით ჩვენი სისუსტის წუთებს...

 

მე დღეს ვნახე ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებაში თუ ყველაფერი არა - ბევრი რამ ნახეს და როცა ვუყურებდი, როგორ ქვითინებდნენ ისინი, თან როგორ ცდილობდნენ ცრემლების დამალვას, რათა შინაგანი ტკივილი თვალსაჩინო არ გაეხადათ - გული საშინლად მეწურებოდა.  

 

ძლივს ვატანდი თავს ძალას, რომ გადამეღო ნაცვლად იმისა, რომ მათთან ერთად მებღავლა...

 

გთხოვთ, ნუ განმსჯით ამ ჩანაწერის ემოციურობისთვის. თავადაც ვხვდები, ამაღლებული პათოსით დაწერილი გამოვიდა...

 

უბრალოდ, ამ 12 საათის განმავლობაში იმდენი რამე დავინახეთ, გავიგონეთ და ჩავიბეჭდეთ გონებაში, რომ თუ არ ამოვთქვით - ვერ დავიტევთ...

 

ღმერთმა ყველას მშვიდობა მოგვცეს, თქვენ კი ნათელში სუფევა, ავეტისიანებო!..“

 

 

3.jpg

 

7.jpg

 

6.jpg

 

9.jpg

 

8-s.jpg

 

11.jpg

 

13.jpg

 

14.jpg

 

15.jpg

 

16.jpg

 

17-s.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !