
პარიზის დასავლეთში მდებარე ფოსტის განყოფილებაში შეჭრილი, ხელყუმბარითა და შაშხანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც ორი პირი მძევლად აიყვანა, პოლიციას ჩაბარდა.
თავდამსხმელი ტერორისტი არ არის. ფრანგული მედიის ცნობით, მისი ვინაობა ცნობილია უშიშროების სამსახურისთვის. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ემოციურად გაუწონასწორებელი პირია.