ორი ტერორისტი ძმიდან ერთ-ერთმა- შერიფ კუაშიმ, ფრანგ ჟურნალისტებთან სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის „ალ-ქაიდას“ მიერ იყო გაგზავნილი.
კერძოდ, იგი პარიზში იემენში მდებარე ტერორისტულმა ორგანიზაციამ მიავლინა.
ფრანგული ტელეკომპანიის ჟურნალისტებს დაეკონტაქტა მეორე ტერორისტი ამედ კულიბალიც, რომელმაც საიუველირო მაღაზიაში მძევლები აიყვანა.
მან დაადასტურა, რომ ძმები კუაშების და მის მიერ განხორციელებული თავდასხმები სინქრონიზებული და დაგეგმილია.