უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშნულმა სანდრო კვიტაშვილმა პირველი ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
მინისტრმა იმ სამშენებლო ფირმის დასჯა მოითხოვა, რომელმაც სამკურნალო კლინიკის მშენებლობა ბოლომდე არ მიიყვანა და თანხები გაანიავა.
„მე ასე მოვიქცეოდი - შევამოწმებდი იმას, თუ რა აშენდა და სად წავიდა ფული.
ჩავსვამდი იმათ, ვინც მოიპარა, დავაბრუნებინებდი მოპარულ ფულს და ამ ფულით კლინიკის ახალ კორპუსს ავაშნებდი.
ჩემთვის სულ ერთია რამდენი ხანი ისხდებიან ისინი 10, 20 თუ 30. ჩემთვის მთავარია, რომ მათ ფული დააბრუნონ.
ასე იყო საქართველოში და დიდი იმედი მაქვს უკრაინაშიც ასე იქნება. მე ამას თქვენ გეუბნებით როგორც უკრაინის ახალი მოქალაქე“, - განაცხადა სანდრო კვოტაშვილმა და დასძინა, რომ ომის დროს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა სამშობლოს ღალატია.