-
2015-01-09 15:53
სოციალური ქსელში ახალი კამპანია დაიწყო სახელწოდებით – „მე არ ვარ შარლი, მე ვარ აჰმედი!“
ინტერნეტ-მომხმარებლები ამით მხარდაჭერას უცხადებენ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმის დროს მოკლულ პოლიციელს, აჰმედ მერაბეტს.
42 წლის მერაბეტი, რომელიც მუსლიმანი იყო და რედაქციის თანამშრომელთა დაცვას ცდილობდა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საკონტროლო გასროლით მოკლა.
„ტვიტერის“ მომხმარებლები წერენ, რომ „შარლი ებდომ“ მუსლიმებს რწმენის გამო დასცინა, ამავე რელიგიის მიმდევარმა აჰმედ მერაბეტმა კი ჟურნალის უფლებების დასაცავად სიცოცხლე გასწირა.
http://rustavi2.com/