-
2015-01-08 13:00
ქაიროში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც მესანგრე პოლიციელი შეეწირა, თვითმხილველებმა გადაიღეს: მესანგრეები ბენზინგასამართი სადგურის მუშაკებმა გამოიძახეს, რომლებსაც საეჭვოდ მოეჩვენათ ყვავილების ქოთანში ჩადებული პოლიეთილენის პარკი.
მესანგრემ ვიზუალური შემოწმება ქუჩაშივე დაიწყო. დათვალიერების პროცესს თვითმხილველები ტელეფონზე იღებდნენ. დამცავ ჟილეტში ჩაცმულმა მესანგრემ ნივთს პარკი შემოაცალა და დათვალიერება გააგრძელა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
პოლიციელი-მესანგრე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სადგურის ის ცნობისმოყვარე თანამშრომლები, რომლებიც მობილურით ხელში იღებდნენ პროცესს, დაიჭრნენ.