-
2015-01-08 11:02
პარიზში, ჟურნალ "Charlie Hedbo"-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული თანამშრომლების ხსოვნის პატივსაცემად, დღეს ხუთშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა გლოვის დღე გამოაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში დროშები სამი დღის განმავლობაში დაშვებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს პარიზში, ჟურნალ "Charlie Hedbo"-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.
გარდაცვლილთა შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი არიან. დაღუპულია ასევე ორი პოლიციელი.
საფრანგეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან.