"შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმის ერთი მონაწილე ლიკვიდირებული, ორი კი დაკავებულია: NBC-ის ცნობა ოფიციალურად არ დასტურდება

Image

პარიზში, ჟურნალ "შარლი ებდოს"  რედაქციაზე თავდასხმის ერთი მონაწილე ლიკვიდირებულია, ორი კი პოლიციამ დააკავა, - ამის შესახებ NBC ტერორიზმთან ბრძოლის ერთერთი ამერიკული სტრუქტურის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.

განახლებულია: 06:05 

 

"ასოშიეტედ პრესი" კი, ასევე ანონიმ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილები იემენის ტერორისტულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებული. ერთი მათგანი 2008 წელს ერაყში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობისთვის იყო გასამართლებული. გაბვრცელებული ინფორმაციით, ერთერთი ეჭვმიტანილი 18 წლისაა.

 

ცალკეული ცნობებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ადგილსამყოფელი ქალაქ რეიმსში, პარიზიდან ბელგიის საზღვრის მიმართულებით 160 კმ-ით დაშორებულ ქალაქში აღმოაჩინეს და მას ალყა შემოარტყეს. სპეცოპერაცია თბილისის დროით 02.00-ზე უნდა დაწყებულიყო. პოლიციამ განაცხადა კიდეც, რომ ბოევიკები ან ნებით დატოვებენ შენობას, ან მათ გამანადგურებელ ცეცხლს გაუხსნიან. 

 

თუმცა მოგვიანებით iTele-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია არ ჩატარებულა და არც თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ადგილსამყოფელია ცნობილი - პოლიცია სამხილს ეძებდა და შენობაში ამ მიზნით იყო შესული.

 

ადრე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილები დააკავეს, მოგვიანებით უარყო საფრანგეთის შსს-მ. მედიაში ეჭვმიტანილთა ვინაობაც კი დაასახელეს: ძმები საიდ და შერიფ კუაშები (32 და 34 წლის) და 18 წლის ჰამიდ მურადი.

 

შეგახსენებთ, ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ორი თავდამსხმელი "კალაშნიკოვებით" იყო შეიარაღებული და ჯიჰადისტებისთვიც ჩვეულ სამოსში გამოწყობილნი, ხოლო სახეზე ნიღბები ეკეთათ. ისინი ყვიროდნენ "დიდება ალაჰს" და "ჩვენ შური ვიძიეთ წინასწარმეტყველის გამო!".

 

თავდამსხმელებმა ტერიტორია შავი ფერის ავტომობილით დატოვეს, რომელიც მოგვიანებით პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში მიტოვებული ნახეს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !