- 
	2015-01-06 23:18	
 
		
	
 
დუბაიში იუველირებმა რეკორდული ზომის ოქროს ჯაჭვი დაამზადეს.
 
ნაკეთობის სიგრძე 5 კილომეტრი და 520 მეტრია.
 
სამკაულის შექმნაზე 100 იუველირი 45 დღის განმავლობაში მუშაობდა. ამისათვის სპეციალისტებს 256 კილოგრამი ოქრო დასჭირდათ.
 
უგრძელესი ოქროს ჯაჭვის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
 
ის დუბაის ერთ-ერთ ძველ უბანშია გამოფენილი, სადაც ოქროს ბაზრობა მდებარეობს.
 
ნაკეთობა გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე გრძელი საიუველირო ნაწარმის სახით შევა, რის შემდეგაც ჯაჭვს ნაწილ-ნაწილ გაყიდიან.
 
ყველა ნაკეთობას, რომელიც მისგან დამზადდება, გინესის რეკორდების დამადასტურებელი უნიკალური კოდი მიენიჭება.