
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში ემბარგოს სახით ყირიმის ნახევარკუნძულზე IT სფეროში შემავალი აკრძალვებიც მოხვდა.
განკარგულების თანახმად, ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ ყირიმის ნახევარკუნძულზე საქონლის შეტანა, ასევე, მომსახურების გაწევა. მსგავსი სანქცია ბილ კლინტონმა 1997 წელს, ირანის წინააღმდეგ შემოიღო, რამაც ტექნოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემებიც შექმნა. იურისტები ვარაუდობენ, რომ ბარაკ ობამამ სწორედ ის ფორმულირება გამოიყენა, რაც კლინტონმა 17 წლის წინათ.
იმ შემთხვევაში, თუ სანქციების გვერდის ავლით, ემბარგოში მოხვედრილი პროდუქცია მაინც შევა ყირიმის ნახევარკუნძულზე, ამ პროდუქციის მწარმოებელი ამოქმედდება, მაგალითად, Apple იზრუნებს, რომ მაგალითად, iPhone არ გააქტიურდეს.
რაც შეეხება სხვა ინტერნეტმომსახურებას, მაგალითად, ყირიმის ნახევარკუნძულზე დაფიქსირებულ აი-ტი მისამართს, შესაძლოა, გაეგზავნოს შეტყობინება დისპლეიზე გამოსაჩენად: „თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომელზეც ემბარგო ვრცელდება. Java-ს ჩატვირთვა შეუძლებელია“.