მოსკოვის გზებზე, მხოლოდ ბოლო საათებში 500–ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ "თაიმერი" საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერს.
რუსეთის დედაქალაქის ტრანსპორტის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით 50-მა ავტოსაგზაო შემთხვევამ გზებზე კრიტიკული სიტუაცია შექმნა.
ამ მომენტისათვის, ძირითად მაგისტრალებზე მოძრაობა, ძალიან გართულებულია. დატვირთულია აგრეთვე წრიული მაგისტრალები: ,,სადოვოე კალცო,, და ,,მკად,,ი.
ცენტრისკენ მოძრაობისას, ყველაზე მეტად დატვირთულია ენთუზიასტების, ვოლგროგრადის, მუჟაისკის, ლენინგრადისა და დმიტროვის მაგისტრალები
აგრეთვე დიდთოვლობის გამო, მოსკოვის სამ საერთაშორისო ეოროპორტში, 130-მდე რეისი გადაიდო და 20-ზე მეტი გაუქმდა.როგორც ჩვენი კორესპოდენტი იტყობინება ამ დროისათვის შენარჩუნებულია ათბალიანი საცობები. ასეთი ზამთარი არ ახსოვს მოსკოვს. შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვი პარალიზებულია. ამ დრომდე გადაუღებლად თოვს–იტყობინება "თაიმერის" კორესპოდენტი მოსკოვიდან.