
აშშ-ის ქალაქ დალასში ცათამბჯენის 50-ე სართულზე ხანძარი გაჩნდა, რომელსაც, მინიმუმ, სამი ადამიანი ემსხვერპლა.
„ასოშიეტედ პრესი“ იტყობინება, რომ სამივე დაღუპული მუშაა, მათი ცხედრები მიწისქვეშა ფარეხში იპოვეს. სამი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. შენობიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.