-
2014-12-05 12:38
აშშ-ის კონგრესი რუსეთის ქმედებებს გმობს. დასავლეთის ახალ რეზოლუციაში უკრაინასთან ერთად საქართველოც არის მოხსენიებული და მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის პოლიტიკას გმობს.
აშშს კონგრესი მოუწოდებს მოსკოვს შეწყვიტოს ყირიმის ანექსია და გაიყვანოს ჯარები რეგიონიდან, უკრაინის საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებიდან. ასევე შეწყვიტოს სეპარატისტული ძალების პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა.
რეზოლუციაში არის მოწოდებები ბარაკ ობამას მისამართითაც, დაეხმაროს უკრაინას თავდაცვის აღჭურვილობებით.