-
2014-12-04 18:04
ჩეჩნეთში, გროზნოს ცენტრში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ოფიციალური და არაოფიციალური ვერსიები ერთმანეთისგან განსხვავებულია.
ოფიციალური ვერსიით, ლიკვიდირებულია 7 ბოევიკი, ხოლო ოთხი პოლიციელი გარდაიცვალა და 21 დაიჭრა, მაგრამ არაბულენოვანი, მოჯაჰედების მხარდამჭერი აქაუნთი "Caucasus Affairs" "ტვიტერზე" იტყობინება, რომ მოჯაჰედებმა 110 ოკუპანტი მოკლეს.
ანგარიშის მფლობელის ინფორმაციით, 110 მოკლული ძალოვნიდან 10 "ომონის" (მილიციის სპეციალური დანიშნულების რაზმი) წევრია. ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ განადგურებულია 8 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის ერთი დაჯავშნული მანქანა ნაღმზე აფეთქდა, რა დროსაც სამი ოკუპანტი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია განხორციელდა კავკასიის ამირას ალი აბუ მუჰამედის (ასხაბ კიბეკოვი) ბრძანებით.