-
2014-12-04 12:53
ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კონტრტერორისტული ოპერაციის შემდეგ ჩეჩნეთის დედაქალაქის თავზე რუსული სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 10 პოლიციელი და შვიდი ბოევიკი შეტაკებისას გარდაიცვალა.
გროზნოში მყოფ საკუთარ ჟურნალისტებზე დაყრდნობით ყატარის რადიომ დილით გადმოსცა ცნობა, რომ რამზან კადიროვი ბრძოლების მიმდინარეობის დროს მძიმედ დაიჭრა, თუმცა, ოფიციალური არხებით ეს ინფორმაცია არ დასტურდება. მოგვიანებით რამზან კადიროვი რადიო "ეხო მოსკვის" ეთერში ჩაერთო.
სოციალურ ქსელებში გავცელებული ინფორმაციით, გროზნოს მეოცე სკოლის შენობას, სადაც ბოევიკები არიან გამაგრებული, ყუმბარმტყორცნებს ესვრიან, ისევე, როგორც პრესის სახლს. ღამის ორი საათის შემდეგ მიმდინარე შეტაკებების დროს კეთილმოწყობილი და გროზნოში ერთერთი თვალსაჩინო მაღალსართულიანი შენობა ასე გამოიყურება:
