კადიროვი: "პოლიციელების ფორმაში გადაცმული ექვსი ბოევიკი ლიკვიდირებულია, ოპერაციას თავად ვხელმძღვანელობდი"

Image

გროზნოში გვიან ღამით ბოევიკებსა და სამართალდამცველებს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ რამზან კადიროვი "ინსტაგრამზე" ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ექვსი ბოევიკი ლიკვიდირებულია.

 

"ვერცერთი ბოევიკი ვერ მოახერხებს გაქცევას! ექვსივე ლიკვიდირებულია, ოპერაციას თავად ვხელმძღვანელობდი. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში", - წერს კადიროვი. 

 

მისივე თქმით, ბოევიკები, რომლებმაც გუშინ გროზნოს ცენტრში შენობა დაიკავეს, პოლიციის ფორმაში იყვნენ გადაცმულნი. 

 

ტვ "დოჟდის" ცნობით, რომელსაც ინფორმაცია თვითმხილველმა მიაწოდა, ბოევიკები გროზნოში ურუს-მარტინის სოფელ შალაჯიდან ჩავიდნენ. მათ ტაქსი სოფელში გამოიძახეს, შემდეგ სამი მძღოლი გაკოჭეს და სოფელში დატოვეს, თავად კი დედაქალაქში წამოვიდნენ. წყაროს ცნობით, ბოევიკები თავდაპირველად ერთერთ მეჩეთთან მდებარე საგზაო პოლიციის პოსტს დაესხნენ თავს, შემდეგ კი ახლოს მდებარე "პრესის სახლს" მიაშურეს, რომელსაც მალე პოლიციამ ალყა შემოარტყა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ხუთი პოლიციელი დაიღუპა, "რია ნოვოსტიმ" გაავრცელა. ამჟამად ჩეჩნეთის დედაქალაქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული.  

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !