-
2014-11-21 10:03
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ის ქვეყნები, სადაც ფერადი რევოლუციები მოხდა, რყევებს განიცდიან და მსგავსი რამ არცერთმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმაც, არ უნდა დაუშვან.
უშიშროების საბჭოს 20 ნოემბრის სხდომაზე პუტინმა განკარგულება გასცა, გაძლიერდეს ექსტრემიზმთან ბრძოლა, მათ შორის ინტერნეტშიც, იმისთვის, რომ რუსეთში "ფერადი რევოლუცია" არ მოხდეს.
"ვფიქრობ, არავისთვის არის საჭირო იმის მტკიცება, რამდენად სახიფათოა თავად ექსტრემიზმის ბუნება, რამდენად დამანგრეველია მისი იდეოლოგია, რომელიც არის მოუთმენლობის, ზიზღის გაღვივების და მტრობის იდეოლოგია. ექსტრემიზმი ხელყოფს მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებას", - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ყველა ხედავს, როგორი ტრაგიკული შედეგები მოიტანა "ფერადმა რევოლუციებმა" და როგორ რყევებს განიციდის იმ ქვეყნის ხალხი, რომლებშიც მიმდინარეობდა უპასუხისმგებლო ექსპერიმენტები, ფარული და ზოგჯერ უხეში ჩარევა მათ ცხოვრებაში. "ჩვენთვის ეს გაკვეთილია და გაფრთხილება და ვალდებული ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მსგავსი არაფერი მოხდეს რუსეთში", - აღნიშნა პუტინმა.