-
2014-11-20 22:39
მაღაზიის მფლობელის, ედმონდ ბაკოს განცხადებით, თავიდან ის ვერ მიხვდა, რომ მაღაზიაში შემოსულებს მისი დაყაჩაღება ჰქონდათ განზრახული, რადგან რიგით კლიენტებად მიიჩნია. „სამი წამის შემდეგ მათ იარაღი მომიშვირეს და ბოხი, მამაკაცური ხმით მითხრეს, რომ მაყაჩაღებდნენ“.
სანამ ერთ-ერთი მათგანი ნაძარცვს ჩანთაში ყრიდა, მეორე შესასვლელს დარაჯობდა. ხუთ წუთში მძარცველთა წყვილმა მაღაზია 500,000 დოლარის ღირებულების მქონე ძვირფასეულობით დატოვა.
პოლიცია საზოგადოებას სთხოვს დახმარებას დამნაშავეების პოვნაში. პირველი ეჭვმიტანილი მიჩნეულია შავკანიან, შავებში გამოწყობილ მამაკაცად, მეორის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისიც მამრობითი სქესისაა.
ადგილობრივი პოლიციის ინსპექტორმა განაცხადა, რომ პირველად გადააწყდა ძარცვას, სადაც მძარცველებმა ბურკები (მუსლიმი ქალების სამოსი) გამოიყენეს შესანიღბად.
განმარტებისთვის: ბურკა, მუსულმანურ ქვეყნებში ქალის შესამოსელი, პირველად ავღანეთში მეფე ჰაბიბულაჰის (1901-1919წწ) მმართველობის პერიოდში შემოიღეს. მან თავის ჰარემში მცხოვრებ ორას ქალს ჩადრის ტარების ვალდებულება დააკისრა, რათა სასახლის გარეთ მოსეირნე ლამაზმანებს თავიანთი ეშხით სხვა მამაკაცები არ მოეხიბლათ და ეცდუნებინათ.
მოამზადა ბექა ბერულავამ


