-
2014-11-20 22:16
ოთხშაბათს, გაუჩინარებიდან ექვსი დღის შემდეგ, ჰონდურასის პოლიციამ მის ჰონდურასი (მარია ხოსე ალვარადო) და მისი და (სოფიას)ერთ-ერთ სპასთან ახლოს მოკლული იპოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული დების ცხედრები მდინარეში იყო გადაგდებული, იმ ტერიტორიაზე, სადაც გოგოები სოფიას შეყვარებულის, პლუტარკო ლუისის დაბადების დღეს ზეიმობდნენ. ლუისი და მისი მეგობარი - არის მალდონადო პოლიციამ უკვე დააპატიმრა.
„ვადასტურებ, რომ დები ალვარადოების სხეულები აღმოჩენილია, ასევე ნაპოვნია იარაღი, რომლითაც მკვლელობა ჩაიდინეს და ტრანსპორტი, რომლითაც ცხედრები დასამარხად წაიღეს“. - განაცხადა კრიმინალური გამოძიების უფროსმა ლეონარდო ოსორიომ.
მოამზადა ბექა ბერულავამ
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26