-
2014-11-20 00:29
კრიმინალური ავტორიტეტი ზვიად ოზმანიანი, იგივე „ზვიად ტბილისსკი“ 2012 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავეს.
„ზვიად ტბილისსკი“ ორ თანამზრახველთან ერთად ერთ-ერთ მეწარმეს თავს იმ დროს დაესხა, როდესაც ის ავტოფარეხში მანქანას აყენებდა.
ბოროტმზრახველებმა მამაკაცი სცემეს, გაკოჭეს და წამების მუქარით აიძულეს ეთქვა სად ინახავდა ბინაში ფულს და ძვირფასეულობას.
დამნაშვეებმა ბინიდან მილიონ 136 ათასი რუბლის ღირებულების ძვირფასეულობა და ნივთები წაიღეს.
გარდა ამისა, „ზვიად ტბილისსკის“ იმავე წლის ოქტომბერში, ნიჟნი ნოვგოროდის სავაჭრო ცენტრიდან სამი მობილური ტელეფონის ქურდობაც ედება ბრალად.