
27 წლის ნათან რობინსონს ბრალი მამამისის მკვლელობასა და მისი სხეულის დანაწევრებაში ედება. პოლიციის თქმით, დანაწევრებული ნაწილები რობინსონმა სასაწყობე ყუთებში მოათავსა, ხოლო შემდეგ ეს ყუთები ტელევიზორის დასადებად გამოიყენა.
ბიბისის ცნობით, მოკლულის აღმოჩენა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, როცა ქვედა მეზობელმა ჭერიდან გამოჟონილი მუქწითელი სითხე შენიშნა.
რობინსონს ამჟამად მკვლელობის მუხლით ასამართლებენ. ის მამამისთან (ვილიამ სპილერთან) ერთად ინგლისში ერთ ბინაში ცხოვრობდა და, როგორც მისი მეზობლები აცხადებენ, მამა-შვილი ხშირად კამათობდა ფულის გამო.
ბრალმდებლები ამტკიცებენ, რომ მკვლელობის შემდეგ რობინსონმა მამამისის კუთვნილი 12 ათასი დოლარი მიითვისა და შვებულებაში წავიდა.