
პრაღაში გამართულ მრავალათასიან მიტინგზე მანიფესტანტებმა ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის გადადგომა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეთა შეკრების ფორმალური მიზეზი ჩეხეთში 25 წლის წინ მომხდარი „ხავერდოვანი რევოლუციის“ იუბილე გახდა, რომელმაც ქვეყანა კომუნისტების მრავალწლიანი მმართველობისგან გაათავისუფლა.
აქციის მონაწილეები წითელ ბარათებს აფრიალებდნენ და მოქმედი პრეზიდენტის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
მილოშ ზემანს, თავისი პოლიტიკური ორიენტაციის გამო, ქალაქ ოპავაში სტუმრობისას ადგილობრივმა მოსახლეობამ „რუსული ტარაკანი“ შეარქვა.