ფლორიდაში უკვე მესამედ დაფიქსირდა მიწის მოულოდნელი რღვევა და მოცულობითი ორმოს გაჩენა. ორმო, რომელმაც ერთ-ერთი მოქალაქის მანქანა იმსხვერპლა, დაახლოებით ექვსი ფუტის სიღრმისა და ათი ფუტის სიგანისაა.
ორი სხვა პრეცედენტი ამავე კვირის დასაწყისში, ნახევარი მილის რადიოსში დაფიქსირდა. ინჟინერები გამომწვევ მიზეზთა დადგენას ცდილობენ.
მიწისქვეშა აქტივობების მიზეზით, სახიფათო არეალში მდებარე სახლების მკვიდრთა ევაკუაცია განხორციელდა.
"გარდიანის" მიხედვით მოამზადა ბექა ბერულავამ