რა სენსაციური წერილი მისწერა სახლიდან წასულ მოღალატე ქმარს უკვე ყოფილმა ცოლმა

Image

ისტორია, რომელიც სინამდვილეში მოხდა, სოციალურ ქსელში ძალზე პოპულარულია.  მოღალატე ქმარმა, რომელიც ცოლისდასთან ერთად გაიპარა სახლიდან,  ცოლს თავისი წასვლით ბედნიერება ნიანიჭა და თუ რატომ, ამას მისი წერილიდან შეიტყობთ.

 

 

„ძვირფასო ცოლო,

 

ამ წერილით მსურს გითხრა, რომ სამუდამოდ გტოვებ. მე კარგ ქმრობას გიწევდი 7 წლის განმავლობაში, ბოლო ორი კვირა კი ნამდვილ ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი… დღეს შენმა უფროსმა დამირეკა და მითხრა, რომ სამსახურიდან წახვედი - ეს უკვე ბოლო წვეთი იყო.

 

გასულ კვირას სახლში მოხვედი და ვერც კი შეამჩნიე ჩემი ახალი ვარცხნილობა, შენი საყვარელი სადილი მოვამზადე, ახალი წყვილი აბრეშუმის საცვალიც მეცვა. შენ მხოლოდ 2 წუთი ჭამდი და შემდეგ დასაძინებლად წახვედი, მას შემდეგ რაც შენს საყვარელი საპნის ოპერას უყურე. შენ არც სექსი გინდა და არც სხვა რამ, რაც როგორც ცოლ-ქმარს გვაერთიანებს. ან მღალატობ ან აღარ გიყვარვარ. როგორც არ უნდა იყოს, მე მივდივარ.

 

შენი ყოფილი ქმარი.

 

პ.ს გთხოვ ნუ ეცდები ჩემს მოძებნას. მე და შენი და ერთად მივდივართ დასავლეთ ვირჯინიაში! ბედნიერებას გისურვებ!“

 

„ძვირფასო ყოფილო ქმარო,

 

დღეს  ისე  არაფერი გამხარებია, როგორც შენი წერილის მოსვლა. მართალია მე და შენ 7 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი, თუმცა „კარგი ქმარი“ ძალიან შორსაა იმ ცნებისგან, რომელიც შენ შეიძლება გეწოდოს. სერიალებს იმიტომ ვუყურებ, რომ შენს მუდმივ წუწუნს თავი ავარიდო.

 

ძალიან ცუდია, რომ ვერც ეს მშველის. შევამჩნიე, გასულ კვირას, შენი ახალი ვარცხნილობა, მაგრამ პირველი რაც თავში მომივიდა ისაა, რომ გოგოს გავდი. რადგან დედამ მასწავლა, რომ თუ კარგის თქმა არ შემიძლია, საერთოდ არაფერი არ უნდა ვთქვა, შესაბამისად კომენტარი არ გავაკეთე.  და როდესაც ჩემი ფავორიტი სადილი მოამზადე, ალბათ ჩემს დაში აგერიე, რადგან მე ღორის ხორცს უკვე 7 წელია, რაც არ ვჭამ.

 

რაც შეეხება შენს ახალ, აბრეშუმის საცვლებს მათზე ისევ იყო ფასის ნიშანი, 49,99 დოლარი. ღმერთს ვთხოვე, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა ყოფილიყო, რადგან სწორედ იმ დილით ჩემმა დამ 50 დოლარი ისესხა ჩემგან. მიუხედავად ყველაფრისა, მე ისევ მიყვარდი და ვფიქრობდი, რომ ყველაფერს გამოვასწორებდით.

 

ამიტომაც როცა ლატარიაში 10 მილიონი დოლარი მოვიგე, სამსახურიდან წამოვედი და 2 ბილეთი ვიყიდე, რათა იამაიკაში ერთად წავსულიყავით დასასვენებლად, თუმცა სახლში რომ მოვედი შენ აღარ დამხვდი. როგორც ვხვდები, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.

 

ვიმედოვნებ ისეთი ცხოვრება გექნება, როგორზეც მუდამ ოცნებობდი. როგორც ჩემმა ადვოკატმა თქვა, წერილი რომელიც მომწერე იმის გარანტიაა, რომ ერთ ცენტსაც ვერ მიიღებ ჩემგან. თავს გაუფრთხილდი.

 

შენი ყოფილი ცოლი. საშინლად მდიდარი და თავისუფალი.

 

პ.ს არ ვიცი თუ ოდესმე მითქვამს, მაგრამ ჩემს და კარლას, კარლი დაარქვეს როცა დაიბადა. ვიმედოვნებ ეს პრობლემა არ იქნება.“

 

 

 

 

http://primetimenews.ge/index.php?page=17&news_id=29912&c=2

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

ექსკლუზივი! ნაძალადევში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

2020-07-27 11:37
ექსკლუზივი!ამ წუთებში როგორც "აფხაზეთის ხმისთვის" ხდება ცნობილი, ნაძალადევის რაიონში მანქანას...

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ერთის წყარო კი გაჩიანია

2020-07-27 11:22
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 6...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დარჩენის საფუძვლები არ არსებობს

2020-07-27 11:16
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

2020-07-27 11:14
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი დღეს, 27...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?

დადებითად - 44.4%
უარყოფითად - 55.6%
ხმების რაოდნობა: 9
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.6272
0.0134
100
RUB
 - 
4.2244
0.0535
1
USD
 - 
3.0747
0.0004