სააკაშვილი მათ მიმართავს, ვინც "მაჩანჩალა რუსეთს მისტირის, 37 მანეთიანი ბილეთებით"

Image

კორუმპირებულ ჩინოვნიკებს არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საქართველო უკან დააბრუნონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.

 

მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთმა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში 92-ე ადგილზე გადაინაცვლა:

 

"ვლადიმერ პუტინი ასევე დაპირდა რუსებსა და მსოფლიოს, რომ 2018 წლისთვის ამ რეიტინგებში მისი ქვეყანა მე-20 ადგილზე გადაინაცვლებს, თუმცა ექსპერტების უმეტესობას ეს გეგმა სასაცილოდ არ ჰყოფნის. ყოველივე ამას იმიტომ ვყვები, რომ 2004 წლიდან 2013 წლამდე საქართველომ იმავე რეიტინგებში 127-ე ადგილიდან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა კორუფციის დამარცხების, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივების, ე.ი. მოქალაქეთა ცხოვრების გაადვილების გზით.

 

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენ გავხდით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა. ბევრ საკითხში, რომელიც კორუფციის რისკის შემცირებასთან დაკავშირებულ თემებს შეეხება, საქართველო პირველ ადგილზეა და მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანას უსწრებს. ჩვენ გავხდით ისტორიაში პირველი განვითარებადი და ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყანა, რომელიც მოხვდა ამ რეიტინგების პირველ ათეულში, სადაც აქამდე მხოლოდ განვითარებული და მდიდარი ქვეყნები ინაწილებენ ადგილებს.

 

ახლა ვიღაც იტყვის, რომე მე ვტრაბახობ, მაგრამ ის, რითიც მე ვამაყობ, ეფუძნება ყველა სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ჩვენი სიტუაციის კრიტიკულ შესწავლას. მათ, ვისაც შეიძლება აღიზიანებდეს, რომ ამით "ვტრაბახობ", მინდა ვუთხრა: "იტრაბახეთ", უფრო სწორად, იამაყეთ თქვენც! ეს სააკაშვილის თემა კი არა, საქართველოს და ე.ი. ყოველი ქართველის მიღწევაა, შესაბამისად, იმის შანსიც, რომ ხვალ და ზეგ უკეთესად ვიცხოვროთ.

 

იმ ძველ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, რომლებიც მაჩანჩალა რუსეთს მისტირიან თავიანთი მოსკოვის 37-მანეთიანი ბილეთებით, მარტო იმიტომ, რომ კორუმპირებულ სისტემაში უკეთესად გრძნობენ თავს, არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა საქართველო უკან დააბრუნონ.

 

ჩვენი გადარჩენა და გაძლიერება მხოლოდ უკვე მიღწეულის შენარჩუნებასა და განვითარებაშია. ჩვენი გზა მიდის არა წარსულისა და გადაჩეხვისკენ, არამედ მომავლისა და კეთილდღეობისკენ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !