-
2014-07-09 03:42
ტომას მიულერის (მე-11წთ), მიროსლავ კლოზეს (23), ტონი კროოსის (25, 26), სამი ხედირას (29) და ანდრე შურლეს (69,79) გოლებს ბრაზილიელებმა ნახევარფინალში 90-ე წუთზე ოსკარის ერთადერთი გოლით უპასუხეს და მინიმუმ, მეოთხე ადგილს დასჯერდებიან.
უკვე მეორე ტაიმის დასაწყიდიდანვე რიო-დე ჟანეიროში მასბრივი არეულობა დაიწყო: აგრესიული ფანები ქვებს ესროდნენ ავტომანქანებს, ცაცხლი წაუკიდეს რამდენიმე მაღაზიას, ააგეს ბარიკადები. პოლიციას მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაჭირდა.
მატჩზე კი მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მოზეიმე გერმანელებისა და დამწუხრებული ბრაზილიელების სახეები...








