
ბრაზილიის ნაკრების მცველმა დევიდ ლუისმა ნახევარფინალის დასრულების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა და ინტერვიუს დროს ჟურნალისტების თვალწინ ატირდა.
"ჩვენ გვინდოდა, ხალხისთვის სიხარული მიგვენიჭებინა, მაგრამ ვერ შევძელით. ბრაზილიის ყველა მცხოვრებს ბოდიშს ვუხდით. ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის სიხარულის მინიჭება. ისინი ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ეს დღე კი დიდი მწუხარების დღეა, თუმცა, მე ვისწავლი ამ დღის გაკვეთილს, არასდროს დავნებდები", - განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.
ფოტო: EDDIE KEOGH/REUTERS