-
2014-07-07 11:05
უკრაინის აღმოსავლეთში ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით დაასრულეს სპეცოპერაცია სლავიანსკსა და კრამატორსკში: ტერორისტებმა ეს ქალაქები დატოვეს და დონეცკში გამაგრდნენ.
მოსახლეობა უკრაინის არმიას შეეგება, ხოლო დილის საათებში სლავიანსკის ცენტრში მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო. რომელიც უკრაინის არმიამ ჩაიტანა ჰუმანიტარული დახმარების სახით.
სოსისების დარიგების დროს ერთი კურიოზიც მოხდა: ადგილობრივებმა პროდუქტების რიგში მდგარი ორი პირი ამოიცნეს და ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ისინი ტერორისტების მხარეს იბრძოდნენ, რის შემდეგაც ისინი დააკავეს და გაჩხრიკეს. მოსახლეობის მითითება სწორი აღმოჩნდა:
ორივე დაკავებულს თან ჰქონდა რუსეთის მოქალაქის პასრორტი და ქალაქში დარჩნენ, რადგან უკრაინის არმიის შემოსვლის შემდეგ მათმა თანამებრძოლებმა მიატოვეს, თავად კი საჭმელი აღარაფერი ჰქონდათ და იძულებულნი გახდნენ, სამალავებიდან გამოსულიყვნენ.



