
გეი-პრაიდში, რომელიც ნიუ-იორკში ყოველწლიურად იმართება, წელს დაახლოებით ასამდე რუსი მონაწილეობდა. საერთო ჯამში, პრაიდში წელს მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
წლევანდელი მსვლელობა მე-5 ავენოუზე მნიშვნელოვანი იყო მისი მონაწილეებისთვის იმდენად, რამდენადაც ეხებოდა მანჰეტენის გეი-კლუბ „სთოუნუოლში“ 45 წლის წინ მომხდარ მასობრივ არეულობას, რომელმაც დაუდო კიდეც საფუძველი სექსუალური უმცირესობის უფლებების დამცველ გამოსვლებს.
როგორც ყოველთვის ბოილო ათწლეულის განმავლობაში, გეი-პრაიდზე რუსული კონტიგენტიც გამოვიდა, თუმცა, თუკი ისინი შარშან კოლონის თავში მოძრაობდნენ, ახლა ბოლოსკენ იყვნენ გადაწეული.
რუსი გეები ერთმანეთს ულოცავდნენ პრაიდის დღეს, ხოლო პლაკატებიდან განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ორი პლაკატი, რომლებიც პრაიდის რუს მონაწილეებს ეჭირათ: "Мой первый гей-прайд" და "Мой первый гей-парад без страха".