-
2014-07-01 11:13
სამშენებლო კომპანია "მიქსორში" 26 ივნისს -12 საათზე,სამშენებლო კომპანია "მიქსორსა" და პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობასა და ფონდ იავნანას მიერ სხვა დაგეგმილ ღონისძიებებში ქველმოქმედების სახით მონაწილეობის მიღებას. თავის მხრივ კომპანია "მიქსორმა" და მისმა შვილობილმა კომპანია რკინაბეტონის შპალის ქარხანამსაქველმოქმედო ფონდთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას გაუძღვა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“-ს დამფუძვნებელი პაატა ბურჭულაძე. მასზე დაესწრნენ კომპანია მიქსორის და რკინაბეტონის შპალის ქარხნის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები. „ჩვენ დღეს მიქსორის ქარხანაში შევხვდით კომპანიის წარმომადგენლებს, რომელთაც ქველმოქმედებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველას მონაწილეობა მიიღონ ამ დიდებული ტაძრის მშენებლობაში, რადგან ტაძრის მშენებლობა მალე დასრულდება.“- აღნიშნა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იანვანას“ დამფუძვნებელმა პაატა ბურჭულაძემ. „მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ბიზნეს ჯგუფში შემავალ კომპანიებს – „ზედაზენს“, „ბარამბოს“, შპალებს – მსგავსი ტიპის აქციებში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა და დღესაც მთელი შემადგენლობით მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფონდის საქმიანობაში,“- აღნიშნა რკინაბეტონის შპალის ქარხნის დირექტორმა ილია შიხაშვილმა.
„მას შემდეგ რაც კომპანია მიქსორს ყადაღა მოეხსნა, ჩვენ უფრო აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას.საფუძველიჩაეყარარამოდენიმე ახალ პროექტს, რაც გულისმობს სამშენებლო მასალების წარმოებასა და სამშენებლო სამუშაოებს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, კომპანია საქველმოქმედო ფონდს ამ მამულიშვილური საქმის განხორციელებაში აუცილებლად გვერდში დაუდგება“. -განაცხადა კომპანია მიქსორის დირექტორის მოადგილემ - გია ჯიქიამ.
სამშენებლო კომპანია მიქსორი 2008 წელს დაარსდა და საქართველოში ბეტონის წარმოებისა და მშენებლობის სფეროში ერთ-ერთი წამყვანილი ადგილი უჭირავს. ამ დროის მანძილზე კომპანიამ განახორციელა სხვადასხვა მასშტაბის სოციალურ-ეკონომიკურ პროექტი. საქველმოქმედო ფონდი იავნანა,მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2004 წელს დააარსა.
დაარსების პირველივე დღიდან "იავნანა" ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საიმედო თავშესაფრი გახდა. ფონდის ეგიდით არაერთი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ. მიღებული შემოსავალი კი სრულად ხმარდება მზრუნველობამოკლებულ პატარებს.



