
კოსტა-რიკელი ხოსე ედუარდო ჩავეს სალასი სულაც არ ნერვიულობს, როცა ექსკურსიამძღოლობას თან ნიანგების გამომკვების ფუნქციასაც უთავსებს. ის სრულიად კოსტა-რიკაში ერთადერთია, ვისაც შეუძლია, წარბშეუხრელად მიუახლოვდეს ხუთმეტრიან ნიანგს და მეტიც, თავისი ხელით ჩაუდოს პირში ლუკმა.
კოსტა-რიკაში ხუმრობენ, რომ ნიანგები მას ცნობენ და როგორც წესი, არ ერჩიან, რადგან უფრო იმაზე არიან კონცენტრირებული, რაც მას ხელში უჭირავს. "მე დიდი ხანია, ასე ვიქცევი და ეს ჩემი ყოველდღიურობაა. არცერთი შეცდომა არ დამიშვია და, იმედია, არც დავუშვებ", - ამბობს 23 წლის ახალგაზრდა კოსტა-რიკელი.
კაცმა რომ თქვას, ისედაც ჩანს, რომ შეცდომა არ დაუშვია, რადგან არაა ძნელი წარმოსადგენი, რის ტოლფასად დაუჯდება ადამიანს შეცდომა, რომელსაც ხუთმეტრიანი, ხახადაფჩენილი ნიანგის სიახლოვეს დაუშვებს...