
ამერიკელმა ალისა მონტანომ, რომელიც 28 წლისაა და ქვეყნის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა, დისტანციურ რბენაში მონაწილეობა ფეხმძიმობის მერვე თვეზეც მიიღო.
ალისას თქმით, იცოდა, რომ შეჯიბრებაში ვერ გაიმარჯვებდა, მაგრამ მასში მონაწილეობით უნდოდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა: ორსულობის მიუხედავად, პროფესიონალი სპორტსმენები კონკურენტუნარიანი არიან.