პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები პოლიციის აღჭურვილობაში შემავალი შეიარაღების გაცნობასაც ითვალისწინებდა.
"ფეისბუქში" ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ ცდიან ბედს მიზანში სროლაში პრემიერმინისტრი და პარლამენტის სპიკერი. მათ გვერდითაა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია, ერთ ფოტოზე კი მიზანში შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ისვრის.