
"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" მიმდინარე აქციაზე 30-მდე ახალგაზრდამ გოგი გვახარიას გადაცემის დახურვა და პირველი არხის ხელმძღვანელობის გადადგომა მოითხოვა.
აქციის მონაწილეთა განაწყენების მიზეზი 17 მაისს, გოგი გვახარიას გადაცემაში "წითელი ზონა" გასული ფილმი "დედა, მამა, მე გეი ვარ" გახდა - აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ "მედიასაშუალების მხრიდან გარყვნილების ქადაგება შეწყდეს".
აქციაზ ემიტანილი იყო შემდეგი შინაარსის პლაკატები: "დაიხუროს გვახარიას გარყვნილი გადაცემა", "პირველი არხი მამათმავლობის წამახალისებელია", "შეწყდეს სოდომური მაუწყებლობა", "სახალხო ტელევიზია ხალხს მტრობს", "ფილმის "დედა, მამა, მე გეი ვარ" ავტორი ლია ჯაყელი, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს მთავრობა და პარლამენტია", "თქვენ თქვენი შვილების აღზრდა არ გაწუხებთ?!" და სხვ.