
სულ მალე, დუბაის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შეემატება. ეს იქნება მეგაცენტრი, რომლის
ინსპირაცია ყვავილები და ზოგადად ბუნება გახდა.
პროექტის ავტორი კომპანია ,,სითი ლანდ“ ჯგუფი გახლავთ,კომპანია ორიგინალური ნამუშევრებითა
და შესრულების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. „სითი ლანდის“ წარმომადგენლები პირობას დებენ,
რომ შეიქმნება მსოფლიოში პირველი სავაჭრო ცენტრი რომელიც, ,, ცხოვრობს და სუნთქავს“ ხალხთან ერთად.
კომპლექსისთვის გათვალისწინებულია, დაახლოებით 200,000 კვადრატული მეტრი, სადაც წარმოდგენილი
იქნება: ნაკადულები, კუნძულები, იშვიათი ჯიშის ხეები და მცენარეები.
ამ სილამაზის შესაქმნელად ორ მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყო. დუბაის ხელისუფლება მიესალმება მსგავსი
პროექტების მათ ქვეყანაში განხორციელებას.