
ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ ტყვარჩელის ერთერთ უბანში ფოტოსესიისთვის ჩასულმა ფოტოგრაფმა ოტო ლაკობამ რაიონში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. მისი მეგობარი წერს, რომ ფოტოგრაფმა ვერ იპოვა ვერცერთი ადგილობრივი, რათა ისინი დანგრეულ შენობებთან ერთად გადაეღო.
"ტყვარჩელი აფხაზეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, განუმეორებელი ჩანჩქერებითა და ტბებით. ეს ნამდვილი ბუნების სასწაულია. იმედი მაქვს, ამ ქალაქში საცხოვრებლად ოდესმე დაბრუნდებიან", - წერს ფოტოგრაფის მეგობარი.