უძილაური: "ამხელა ხის ზღვით ტრანსპორტირება უნიკალური პროექტია და გინესის რეკორდებში შევა"

Image

ჟურნალისტი გიორგი უძილაური ციხისძირიდან შეკვეთილში ლირიოდენდრონის კარჭაპით ტრანსპორტირებას "უნიკალურ საინჟინრო პროექტს" უწოდებს და იმედოვნებს, რომ ეს ოპერაცია გინესის რეკორდებში შევა. უძილაურის თქმით, "ნაცების" ნიანგის ცრემლები ოფიციალურად შეძენილი ხის გადარგვაზე საშიში ან სერიოზული არ არის. 

 

"ხე გადაიტანეს, პროექტი შედგა!", - ასე ეხმაურება გიორგი უძილაური გიგანტური ასწლოვანი ხის გადატანის პროცესის დასრულებას. შეგახსნებთ, შეკვეთილში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ხის გადატანა ნაპიზე - ადგილზე ათამდე სპეცტექნიკა მუშაობს. მათ ჯერ ნაპირთან მიწა ამოხაპეს, შემდეგ კი პირიქით - ქვიშით ნაპირის შესვსება დაიწყეს. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ 26 მარტს პროექტს საბოლოოდ დაასრულებენ.

 

გიორგი უძილაური, "ფეისბუქი":

 

"ციხისძირიდან შეკვეთილში ხის ზღვით ტრანსპორტირება პირველ რიგში არის უნიკალური საინჟინრო პროექტი!

 

მსოფლიოში პირველად განხორციელდა ამ სირთულის ოპერაცია და მიუხედავად უამრავი სირთულეებისა (რთული მისადგომი, რკინიგზის სიახლოვე, ხის სიმაღლე და წონა, სახმელეთო ტრანსპორტისთვის უჩვეულო ტვირთი, 620 ტონის ტრანსპორტირება თავდაღმართზე, შეყვანა ბარჟაზე, რთული ამინდის მიუხედავად ტრანსპორტირება შეკვეთილამდე და გადმოტვირთვა) წარმატებით დასრულდა სმილე ემოცია
ნაციონალებიც და მათი ჯიბის მედიაც პროექტის წარუმატებლობის იმედით ბუჩქებში ჩაცუცქული დარჩა. ხე გადაიტანეს! 

 


უნიკალური პროექტი შედგა და უკვე მოექცა BBC-ს ყურადღების არეალში. ხვალ-ზეგ ამ უნიკალურ პროექტს გააშუქებენ სხვა უცხოური არხებიც და დიდი ალბათობით, ამხელა ხის ასეთი ტრანსპორტირება გინესის რეკორდებში შევა.

 

ავანტიურისტული პროექტია? უდაოდ! ღირდა რისკად? უდაოდ! სხვაგვარად წარმატებაც არ მიიღწევა. ნაცების ღლიცინი საშიშია? ნაცების არც ღლიცინია საშიში და არც სერიოზული მაუწყებლობა, მითუმეტეს მათი "ნიანგის ცრემლები" ოფიციალურად შეძენილი ხის გადარგვაზე.

 

იმავე ციხისძირში 2009-2012 წლებში ნაცებმა უმოწყალოდ გაჩეხეს ქარსაცავი ზოლის ათობით ხე, 2008 წელს ფოთში ნაცებმა გაჩეხეს 50 ჰექტარი ევკალიპტის ტყე, და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2006-2011 წლებში გასცეს 73 ლიცენზია 1.2 მილიონი კუბომეტრი ტყის გაჩეხვაზე! ამ ისტორიის მქონე პოლიტიკური ძალისგან ერთი ხის ტრანსპორტირების "გამასხარავება" იგივეა რაც მუმლი მუხისათვის.

 

მოკლედ, მადლობა ქართველ მშენებლებს და ზღვისა და ხმელეთის "ტრანსპორტნიკებს" უნიკალური და ურთულესი პროექტის განხორციელებისთვის".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !