-
2016-03-25 23:36
ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში მალე მცურავი ხეები გამოჩნდება. პროექტის საბოლოო განხორციელების დროდ გაზაფხული სახელდება.
პროექტის სახელწოდებაა Bobbing Forrest და მისი მიზანი გარემოზე ადამიანის მავნე ზემოქმედებაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებაა. სწორედ ამ მიზნით, ჰოლანდიაში სიდიდით მეორე ქალაქში "მცურავი ტყეები" გაჩნდება.
პროექტის კონცეპტი სკულპტორ ჟორჟ ბეკერის შემუშავებულია. იდეა ქალაქელებს იმდენად მოეწონათ, რომ ზოგიერთმა თავისი ინიციატივით უკვე დაიწყო წყალში მცურავი ხეების ჩაშვება, ოღონდ, ცხადია, ამისთვის არა კარჭაპს, არამედ საგანგებოდ დამზადებულ ტივტივას იყენებს.
პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ "მცურავი ტყეები" არამარტო ფოტოების გადასაღებად საყვარელი ხედი იქნება, არამედ საზოგადოებას ადამიანისა და ბუნების ურთიერთმიმართების ფორმაზეც დააფიქრებს.





