
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილის-რუსთავის გზატკეცილზე. მიკროავტობუსი, რომელიც თბილისიდან რუსთავში მიდიოდა, გზიდან გადავარდა და ამოყირავდა.
მანქანაში მყოფი ყველა მგზავრი გადარჩა, მეტნაკლები სიმძიმის დაზიანება სამმა მგზავრმა მიიღო, დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები ერთერთმა მგზავრმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.