-
2015-10-19 22:56
ქართული წარმოშობის ბიზნესმენი ამირან გიორგაძე, რომელმაც კრასნოგორსკში, ადმინისტრაციული შენობის კაბინეტში მოკლა ხელმზღვანელის მოადგილე და ელექტროქსელების უფროსი, შენობიდან გავიდა, საკუთარი "რეინჯ როვერით" ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მის კოტეჯთან ჩაუსაფრდა, ხოლო სკუტერისტი, რომელმაც ის იარაღით ხელში შემთხვევით დაინახა, მოკლა. მანამდე, შენობიდან გამოსვლისას, მან ასევე მოკლა 62 წლის პენსიონერი, რომელმაც იარაღით ხელში დაინახა.
პირველი ფოტო შემთხვევის ადგილიდან "ლაიფნიუსმა" გამოაქვეყნა. ამჟამად შეიარაღებული ბიზნესმენის დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც გიორგაძე, სავარაუდოდ, კრასნოგორსკის ადმინისტრაციის ხელმზღვანელის მოკვლასაც გეგმავდა. კრასნოგორსკში გადასროლილია პოლიციისა და სპეცრაზმის დამატებითი შენაერთები, პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს რომ რაიონში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავოს.

