
უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი გორლო, რომელიც "მერსედესის" საჭესთან ნასვამი იჯდა, საპატრულო პოლიციამ ოდესაში, სამოქალაქო აქტივისტების შეტყობინების საფუძველზე დააკავა.
პოლკოვნიკ გორლოსთან ერთად მანქანაში ასევე ნასვამი მგზავრი - გენერალი პეტრუშენკო იჯდა. პოლკოვნიკმა და გენერალმა თავდაპირველად სიტუაციის "შინაურულად" მოგვარება სცადეს, მაგრამ ამაოდ. მომხდარის გახმაურების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.