
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი კიევში, შინაგან საქმეთა სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიციელთა წვრთნას დაესწრო და ცალკეულ სწავლებაში თავადაც მონაწილეობდა.
ასე მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა პოლიციელებთან ერთად გაიარა სავარჯიშო, როგორ უნდა მოათავსოს სპეცოპერაციის დროს დაჭრილი პირი პოლიციის მანქანაში, ასევე, როგორ უნდა მოიქცეს პატრულ-პოლიციელი, როცა მოძრაობის წესების დამრღვევს საბუთებს უმოწმებს.