
პროკურატურა კრემლთან ახლოს დღეს მომხდარი კონფლიქტით დაინტერესდა, რა დროსაც სტალინის სახით გრიმირებულმა მამაკაცმა "ლენინი" სცემა. მან "პროლეტარიატის ბელადს" ქოლგა სამჯერ უთავაზა ზურგში.
მსახიობებმა მეტროსადგურ "ოხოტნიი რიადთან" იჩხუბეს. ისინი ერთად მიდიოდნენ ყავის დასალევად, როცა ლატიფ ვალიევი (სტალინის ორეული) იგორ გორბუნოვის ("ლენინი") ქცევის გამო აღშფოთდა, რადგან გაიგო, რომ ის ჯუღაშვილის სხვა ორ ორეულთან ერთად მუშაობს. მომხდარი ინციდენტის შესახებ პოლიციას სწორედ გორბუნოვმა უამბო, რომელმაც განაცხადა, რომ "სტალინი" ჯერ ესაუბრებოდა, შემდეგ კი მოულოდნელად დაესხა თავს.