
ალპინისტი ირაკლი გუჯაბიძე, Irakli Supernobody "ფეისბუქზე" აქვეყნებს წყნეთი-ბეთანიის გზაზე 13 ივნისს ჩამოწოლილი მეწყრის ფოტოებს, რომლებიც დრონიდან თავად გადაიღო.
„ამ ფოტოზე განსაკუთრებით კარგად ჩანს ძაბრის ფორმის სიცარიელე, რომელსაც ცოტა ხნის წინ 15-16 მდე მილიონი ტონა მიწის, კლდის და ტყის საფარი ფარავდა, სავარაუდოდ, სწორედ ამ ძაბრის ფორმამ გადაარჩინა ჩვენი ქალაქი იმ დღეს: ხეობამ ორი მხრიდან შეავიწროვა მეწყერი და მას სიჩქარის აღების საშუალება არ მისცა... ვფიქრობ, სამჯერ მეტი იქნებოდა მისი მოცულობა, ასე რომ არ მომხდარიყო და ქალაქსაც ბევრად დიდი ზიანი მიადგებოდა.
ამ სურათებზე, არა მგონია, სრულად აღიქმებოდეს მომხდარის მასშტაბი, მთელი ფერდი ჩამოთლილია, სიგრძეში 3,8 კილომეტზე გრძელია. ეს ის მანძილია, რომლის გავლასაც ადამიანი სწორ გზაზე დაახლოებით 1 საათს მოანდომებდა.
პ.ს
მასშტაბის საგრძნობლად თითოეულ ფოტოზე, იპოვეთ ტრაქტორები“, - წერს ალპინისტი.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, "აფხაზეთის ხმამ" წითლად მონიშნა ექსკავატორები და მანქანები, რომლებიც დრონიდან გადაღებული ფოტოებიდან ჩანს.