
დაახლოებით 04:00-ზე თბილისის მერი დავით ნარმანია გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. ამ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა, გამთენიისას კი უკვე გასუფთავებული ასფალტის მორეცხვა დაიწყო.
თბილისის მერმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის დედაქალაქის არცერთ უბანზე სირთულეები არ არის და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომ გმირთა მოედანზე მოძრაობა გაიხსნას.
"თაიმერის" ფოტოები